გვანცა დარასელია კურიერის წამყვანად განიხილება

გვანცა დარასელია კურიერის წამყვანად განიხილება“ნიუპოსტისთვის” ცნობილი გახდა რომ , “რუსთავი2” -ზე დღის კურიერების წამყვანად გვანცა დარასელია განიხილება. დარასელია აქამდე “სხვა შუადღის” წამყვანი იყო.

“ნიუპოსტი” ჟურნალისტს დაუკავშირდა, გვანცა დარასელია არ ადასტურებს კურიერის წამყვანის პოზიციაზე მის გადასვლას და ამბობს, რომ შეთავაზება არ მიუღია. რაც შეეხება ტელეკომპანიაში მის დარჩენას, დარასელიას თქმით, მან გუნდის წევრებთან კონსულტაციები უნდა გაიაროს .
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ არხიდან ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი ლაფერაშვილი გაუშვა, ეთერში კურიერის ბოლო გამოშვება გავიდა. ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს. ამასთან რამდენიმე დღეში არხი “კურიერის” სრულმა შემადგენლობამ დატოვა.

არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანიის მფლობელმა “რუსთავი2”-ში მუშაობაზე ჟურნალისტები ვერ დაითანხმა. “კურიერში” გადასვლაზე უარი თქვეს სხვა ტელეკომპანიების მათ შორის “იმედის” ჟურნალისტებმაც.