ცოტა ხნის წინ დასრულდა ნიკა გვარამიას გამმოკითხვა საქალაქო სასამართლოში.
გამოკითხვის შემდეგ ნიკა გვარამიამ კომენტარი გააკეთა.
“ჩვენ რაც გვაქვს ვალები, რომლებიც ჩვენს დროს არის დაგროვილი, ისინის რესტრუქტურიზაციას ექვემდებარება და ამას ვაპირებდით წელს. ამას სჭირდება ფინანსების ჩასხმა, დამფუძნებლებს ჰქონდათ გადაწყვეტილი ამის გაკეთება წელს, მაგრამ ახლა ეს ჩასხმა აღარ განხორციელდება. პირიქით, რაც აქამდე ჩასხმული ჰქონდათ დამფუძნებლებს, ამას უკან მოითხოვენ უსაფუძვლო გამდიდრების მუხლით” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მან იგულისხმა, რომ ძმები ყარამანიშვილები მოითხოვენ იმ ქონების და სახსრების უკან დაბრუნებას, რაც მათ ტელეკომპანიაში შეტანილი ჰქონდათ.
“მოვიდეს ახლა ქიბარ ხალვაში, შემოიტანოს ფული და ისე გაისტუმროს ხელფასები”, – დაამატა ნიკა გვარამიამ.
ის მისი კონტრაქტის საკითხსაც შეეხო.
“მე მაქვს კონტრაქტი 5 მილიონ დოლარზე და ის დაირღვა. მე ვითხოვ 5 მილიონ დოლარს. ამაზე დავა მიდის ლონდონის არბიტრაჟში”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

