ნოდარ მელაძე – “შაბათის კურიერის” ანონსი რომ გავიდა ეთერში, ქიბარმა დაცვას ირაკლი ოქრუაშვილი ოთახებში აძებნინა”

ნოდარ მელაძე - "შაბათის კურიერის" ანონსი რომ გავიდა ეთერში, ქიბარმა დაცვას ირაკლი ოქრუაშვილი ოთახებში აძებნინა"რუსთავი2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე “სპექტრში” ყვება იმის შესახებ თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ტელეკომპანიაში მას შემდეგ რაც გენდირექტორად პაატა სალია დაინიშნა.
“მას შემდეგ რაც პაატა სალია დაინიშნა დირექტორად ვუთხარი, როგორც დამირეკავ და მეტყვი, ეს რეპორტაჟი ეთეერში არ უნდა გავიდეს, ან ეს რეპორტაჟი უნდა გავიდეს მე ამას იმ დღესვე ვიტყვი საჯაროდ.

“შაბათის კურიერის” პირველივე ანონსი რომ გავიდა ეთერში, სადაც ვთქვი, ეს შეიძლება იყოს უკანასკნელი შაბათის კურიერი, ირაკლი ოქრუაშვილის ვრცელი ინტერვიუ იყო , აეროპორტში მყავდა ჩაწერილი ოქრუაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ ტელევიზიაზე ექნებოდა პრეტენზია. იმ დღეს პაატა სალია ჩამოვიდა პროდიუსერების დესკთან და თქვა, რომ ქიბარი ძალიან გაბრაზდა ამ გადაცემის ანონსზე , იმიტომ რომ ეს თემა მისთვის არის ძალიან მტკივნეული და არ მოეწონა ეს ანონსი. მე მას ავუხსენი და ვუთხარი, ეომ ვერ ვიტყოდი, რომ ანონსი ან გადაცემა ეთერიდან უნდა მოეხსნათ.

ამავე დღეს, შაბათს იყო პროგრამირების საბჭოს თათბირი, სადაც სალიამ იკითხა-ოქრუაშვილი გყავს ეთერში, აქ უნდა მოვიდესო? ოქრუაშვილი უკვე მოსული იყო აქ , ინტერვიუ უკვე ჩაწერილი გვქონდა. საღამოს 9 საათზე ოქრუაშვილის ინტერვიუ რომ გადიოდა თერში, მისი დაცვის სამსახური დარბოდა ოთახებში და ეძებდა სად იყო ირაკლი ოქრუაშვილი. დაცვის უფროსი ღამიოთ მოიყვანეს, გამოართვეს გასაღები და კამერებში ეძებდნენ სად იყო ირაკლი ოქრუაშვილი” – ამბობს ნოდარ მელაძე.

ნიუპოსტი