„რუსთავი 2“-ის საინფორმაციოს უფროსად ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა. ის თანამშრომლებს უკვე წარუდგინეს, ოფიციალურად კი ამის შესახებ ტელეკომპანიაში ბრიფინგი გაიმართება. imedinews-ი იმნაიშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან კითხვა უპასუხოდ დატოვა.
ირაკლი იმნაიშვილი ტელეკომპანია „მზე“ -ში მუშაობდა, მოგვიანებით, ჟურნალისტმა საქართველო დატოვა და ამ პერიოდის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა.

