სათვალთვალო კამერამ პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრის ფაქტი დააფიქსირა – ვიდეო

სათვალთვალო კამერამ პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრის ფაქტი დააფიქსირა - ვიდეოგავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დაესხა პეკინის გამზირზე თავს მცირეწლოვან ბავშვს უცნობი ქალი და სახის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. ვიდეო მაღაზია აიტექნიკის გარე სათავლთვალო კამერით არის გადაღებული.

კადრში ჩანს, როგორ ჩაიარა ოჯახმა ქუჩაზე. დედას ხელი ტყუპისცალ ბიჭზე აქვს ჩაკიდებული ხელი, მამას – გოგონაზე. მოგვიანებით ისმის ბავშვის განწირული ტირილი და მამაკაცის ყვირილის ხმა.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 2 საათის წინ უცნობმა ქალმა, რომელიც ზებრაზე გადადიოდა სამი წლის ბავშვს სახეზე ცივი იარაღი დაუსვა. მან მისი ტყუპისცალი გოგონასკენაც გაიწია, მაგრამ მას მამამ ააფარა ხელი.

თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. სამართალდამცველებს ის ჯერ არ უპოვნიათ.

პრაიმ ტაიმი