თბილისში კაცმა საკუთარი ძაღლი დანით დაჭრა

თბილისში კაცმა საკუთარი ძაღლი დანით დაჭრათბილისში კაცმა საკუთარი ძაღლი დანით დაჭრა, შემდეგ კი რამდენჯერმე დახრჩობა სცადა. პოლიციამ ის ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დააკავა. იგი  წარსულში ნასამართლევია.

სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ცხოველი თავშესაფარში გადაიყვანეს და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. გამოძიება ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს.

იმედინიუსი