ვანო ჯავახიშვილი რუსთავი 2-დან წასვლას არ ჩქარობს

ვანო ჯავახიშვილი რუსთავი 2-დან წასვლას არ ჩქარობსამ დროისთვის კვლავ უცნობია, ტოვებს თუ არა რუსთავი 2-ს ვანო ჯავახიშვილი და მისი გუნდი. ის პრინციპში ერთადერთია არხის ცნობილი სახეებიდან, რომელსაც ამ თემაზე განცხადება არ გაუკეთებია.

მან ორი დღის წინ განაცხადა, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას გუნდთან ერთად მიიღებს. „რეზონანსი” კომენტარისთვის ჯავახიშვილს დაუკავშირდა, თუმცა ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.

ამ საკითხზე საუბარი არც თამთა მურადაშვილმა ისურვა. მისი თქმით, “მთავარ არხზე” მთავარი სახეები იქნებიან ყოფილი „რუსთავი 2″-ები,” რომლებიც გამოუშვეს და თავად წამოვიდნენ. ამბობს, რომ ამ დროისთვის „რუსთავი 2″ თითქმის ცარიელია. ახალი არხის შესახებ სხვა დეტალებზე საუბრისგან მურადაშვილი ჯერჯერობით თავს იკავებს.

ნიკა გვარამიას განცხადებით, „მთავარი არხი” ჟურნალისტებთან ხელშეკრულებებს უკვე ორშაბათიდან გააფორმებს, ხოლო ეთერში დაახლოებით 1 თვეში გავა. ჯერჯერობით კონტრაქტის გაფორმების საკითხი არ დასმულა “კომედი შოუს” მსახიობებისთვის, რადგან ისინი და ვანო ჯავახიშვილიც ვერ ჩამოყალიბებულან, გადაბარგდნენ თუ არა ახალ ტელევიზიაში.

რეზონანსი