ათენში 25 წლის ლანა ჭელიძე დაიკარგა

ათენში 25 წლის ლანა ჭელიძე დაიკარგასაბერძნეთში 25 წლის ქართველი გოგონა დაიკარგა. ლანა ჭელიძეს უკვე რამდენი დღეა, ეძებენ. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, გოგონა 11 სექტემბერს ათენის კიფსელიდან დაიკარგა.
“საბერძნეთში მცხოვრებო ქართველებო, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია და გაავრცელეთ. 11 სექტემბერს, საღამოს 19:00 სთ-ზე დაიკარგა ათენის კიფსელიდან 25 წლის ჭელიძე ლანა. დაკარგვის დღეს მას ეცვა ჯინსის შარვალი, შავ-თეთრი ფეხსაცმელები, ფერადი მაისური და ატარებდა შინდისფერ ჩანთას. ათენის პოლიცია და ჩვენი საკონსულო საქმის კურსშია.

გთხოვთ, მცირე ინფორმაციაც კი დაგვეხმარება მის პოვნაში. თუ რამე იცით, დაუკავშირდით მის დედას ამ ნომერზე: 6946786920 (ელისო ჭელიძე) – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიუპოსტი