გოგი წულაია ისრაელში არ შეუშვეს

გოგი წულაია ისრაელში არ შეუშვესპოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრი გოგი წულაია ისრაელში არ შეუშვეს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, იგი ისრაელში ტურისტული მიზნით მიემგზავრებოდა, თუმცა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს და რამდენიმე საათით ოთახში ჩაკეტეს.

„ისრაელში ემიგრაციასთან შეხვედრა და მათგან ინფორმაციის მიღება მსურდა. ასევე, მინდოდა ტურისტული ღირსშესანიშნაობების ნახვა. ამ ხნის კაცი ვარ და იერუსალიმი არ მაქვს ნანახი. სამწუხაროდ, ვნახე ის რაც უნდა მენახა და დავრწმუნდი რა დღეში ვართ ქართველი ერი. თუ თვალს ცუდად დაგადგამენ, მერე რაც არ უნდა ამტკიცო და საბუთები წარადგინო, დაგიმთავრებენ იქ საუბარს. გეუბნებიან, რომ იქ დარჩენა გინდა. როგორც კი უარს გეტყვიან, პატარა ოთახში შეყავხარ და მთელი საათობით ხარ ამ ოთახში“, – აცხადებს პოლიტიკოსი.

გოგი წულაია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ საკითხი ისრაელის ელჩთან გაარკვიოს.

პრაიმ ტაიმი