„იდი ნახ… შენ ხარ პიტალო“ – საჩხერელმა რუსუდან გელბახიანმა ამერიკის საელჩოსთან ჟურნალისტს აგინა

„იდი ნახ... შენ ხარ პიტალო“ - საჩხერელმა რუსუდან გელბახიანმა ამერიკის საელჩოსთან ჟურნალისტს აგინა„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ ქალი, რომელმაც პატრიოტთა ალიანსის მიერ აშშ-ის სალეჩოსთან მიტინგზე ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა, საჩხერის კულუტურის სახლის თანამშრომელი, რუსუდან გელბახიანია.

„პრაიმტაიმმა“ ამ ინფორმაციის გადამოწმება საჩხერის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის დირექტორთან, ონისე ჭიღლაძესთან სცადა. თუმცა, ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

„პრაიმტაიმს“ სანდო წყარო უყვება, რომ ქალბატონი რუსუდანი „ყაჩაღანაა“.

„ეგ ვიდეო მეც ვნახე და მამალი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს. არ ვიცი რა გითხრათ, ცოტა „ყაჩაღანა“ ქალი კია“ – ამბობს წყარო.

თავად რუსუდან გელბახიანის თქმით, ჟურნალისტს ამ სიტყვებით მას შემდეგ მიმართა, რაც დაინახა, რომ ადა მარშანიას პასუხებზე ჟურნალისტი იღიმოდა.

„როდესაც ქალბატონ ადა მარშანიას ჟურნალისტმა კითხვები დაუსვა და მისგან პასუხები მოისმინა, სიცილი დაიწყო.“ – ამბობს „პრაიმტაიმთან“ რუსუდან გელბახიანი.

უცნობია რა რეგირებას მოახდენს აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით საჩხერის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის ხელმძღვანელობა.

აქციაზე, რომელიც ამერიკის საელჩოსთან 15 სექტემბერს გაიმართა, ერთ-ერთმა მომიტინგემ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა: „იდი ნახ.. შენ ხარ პიტალო“.