ირაკლი იმნაიშვილი – “რუსთავი 2 არც ერთი პარტიის მხარეზე აღარ იქნება”

ირაკლი იმნაიშვილი - "რუსთავი 2 არც ერთი პარტიის მხარეზე აღარ იქნება"“კურიერის” სარედაქციო პოლიტიკა დღეიდან დაფუძნებულია მიუკერძოებლობაზე- “რუსთავი 2-ის” აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა განცხადება გადაცემა “სხვა შუადღის” ეთერში გააკეთა:
“ძალიან მძიმე კრიზისიდან არხი ეთერში დაბრუნდა, რუსთავი 2-ს ყოველთვის შემოაქვს ახალი სტანდარტი, ახალი პროდუქტი. ჩვენი სეზონის მთავარი განმასხვავებელი იმისგან, რაც იყო, არის ძალიან მარტივი: “რუსთავი2-ის”, “კურიერის” სარედაქციო პოლიტიკა დღეიდან დაფუძნებულია მიუკერძოებლობაზე. ჩვენთვის მთავარია არ ვიყოთ არცერთი პოლიტიკური ჯგუფის მხარეს, მაგრამ “კურიერში” არ არის არცერთი ჟურნალისტი, ოპერატორი ან თანამშომელი, რომელსაც ეჭვი ეპარება, რომ საქართველოსთვის ევროპულ არჩევანს ალტერნატივა აქვს”-თქვა ირაკლი იმნაიშვილმა.

ნიუპოსტი