მარიამ კუკუნაშვილმა და უცხოელებმა ღამე ჩვილ ბავშვებთან ერთად იუსტიციის სახლში გაათენეს

მარიამ კუკუნაშვილმა და უცხოელებმა ღამე ჩვილ ბავშვებთან ერთად იუსტიციის სახლში გაათენესსუროგაციის საერთაშორისო ქსელის, New life global-ის ხელმძღვანელმა მარიამ კუკუნაშვილმა და  უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ღამე ჩვილ ბავშვებთან ერთად იუსტიციის სახლში გაათენეს.

მათი მოთხოვნა, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებისთვის დაბადების მოწმობის გაცემაა.

როგორც მარიამ კუკუნაშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბავშვები სამშობლოში ვერ მიჰყავთ, რადგან მათთვის ბავშვის დაბადების მოწმობის აღებას ვერ ახერხებენ.

„ვაპირებთ ორშაბათს 9 საათიდან გავაგრძელოთ ყოფნა იუსტიციის სახლში თუ პრობლემა არ მოგვარდება. ბავშვების ნაწილზე დაბადების მოწმობები გაიცა. ნაწილი კი, მეორე თვეა ელოდება. გუშინ მთელი ღამე იუსტიციის სახლში გავათენეთ. იცით მე რა მიკვირს? 30 მილიონის გამო, მთელი ქალაქი „ფორსაჟს“ რომ დაანგრევინეს, იმას რატომ ვერ ხვდებიან, რომ 15-მდე ინვიტრო განაყოფიერების კლინიკაა. სამედიცინო ტურიზმით „ფორსაჟზე“ მეტი თანხები შემოდის ქვეყანაში.

უცხოური მედიაც დაინტერესდა ფაქტით და ამ მშობლებს ვთხოვე, რომ თავი შეიკავონ ორშაბათამდე. გუშინ რაც ხდებოდა იუსტიციის სახლში, არ მინდოდა ეს კადრები გამოქვეყნებულიყო,“ – განგვიცხადა კუკუნაშვილმა.

თავად იუსტიციის სამინისტროში კი განგვიმარტეს, რომ პირიქით, ბავშვთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მათ შორის უმნიშვნელოვანესია იმ მცირეწლოვნების ინტერესების დაცვა, რომლებიც  ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაიბადნენ ან დაიბადებიან.

რეზონანსი