ნინო ხოშტარიამ რუსთავი 2 დატოვა – “ერთად დავიწყეთ და ერთად დავამთავრეთ“

ნინო ხოშტარიამ რუსთავი 2 დატოვა - "ერთად დავიწყეთ და ერთად დავამთავრეთ“გადაცემა “სხვა შუადღის” წამყვანმა, ნინო ხოშტარიამ “რუსთავი 2” დატოვა. ამის შესახებ მან ინფორმაცია თავად გაავრცელა.

„25-დან 25 წელი. ერთად დავიწყეთ, ერთად გავიზარდეთ, ერთად შევქმენით ისტორია და ერთად დავამთავრეთ“, – წერს ხოშტარია.

ნინო ხოშტარია “რუსთავი 2”-ში 25 წლის განმავლობაში მუშაობდა. ის იყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი გადაცემების, მათ შორის “ჯეობარის”, “ყველაზე ჭკვიანის”, “ეკივოკისა” და კიდევ რამდენიმე გადაცემის წამყვანი.