”ქარელობას” რესტორან ”მაკრატელაში” დაპატიჟებულია გუბერნატორი სამი მოადგილით

''ქარელობას'' რესტორან ''მაკრატელაში'' დაპატიჟებულია გუბერნატორი სამი მოადგილითქარელის მუნიციპალიტეტი „ქარელობა“ 2019-ისთვის 20 000 ლარს დახარჯავს.

სახალხო დღესასწაული 29 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიებების შემდეგ ვახშამი რესტორან „მაკრატელაშია“ შეკვეთილი 40 კაცზე, რისთვისაც გამოყოფილია 2 000 ლარი.

„მოწვეულები გვყავს განათლების მინისტრი, შიდა ქართლის გუბერნატორი სამი მოადგილით, ჩვენი რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსები, (ა) აიპ-ების ხელმძღვანელები და სხვა საჯარო მოხელეები“- უთხრა Qartli.ge-ს ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელმა მერი
არხოშაშვილმა.

„ქარელობის“ დღესასწაულისთვის პირდაპირი ხელშეკრულებები სწორედ აღნიშნულმა (ა) აიპ-მა გააფორმა.

დღის ბოლოს გაიმართება გალა კონცერტი ჯგუფი „რეზო და ბავშვების“ მონაწილეობით, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 377 ლარი გამოიყო.

510 ლარია ასევე გამოყოფილი ღონისძიებების გადაღებისთვის.

ქართლი.გე