ფიქრობთ, რომ თქვენი კულტურა სხვა ერების კულტურაზე უფრო აღმატებულია? ამ შეკითხვას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან განსხვავებული პასუხები გასცეს.
Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევროპის 33 ქვეყნიდან 8-ში რესპონდენტების ორი მესამედს სჯერა, რომ მათი კულტურა სხვა ქვეყნებისაზე უპირატესია. ამ რვა ქვეყნიდან ყველა აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს. ესენია:
საბერძნეთი – 89%
საქართველო – 85%
სომხეთი – 84%
რუსეთი – 69%
ბულგარეთი – 69%
ბოსნია – 68%
რუმინეთი – 66%
სერბეთი – 65%
კულტურული შოვინიზმი ერთნაირად ძლიერია ბალკანეთის ქვეყნებში (ბოსნია, სერბეთი, ბულგარეთი, რუმინეთი) და რუსეთში. კავკასიელი მეზობლები – საქართველო და სომხეთი ორივე 80%-ს საკმაოდაა გადაცდენილი, მაგრამ ვერავინ შეედრება საბერძნეთს, სადაც 10-დან 9 ადამიანი ფიქრობს, რომ მისი კულტურა სხვებზე უპირატესია.
კომერსანტი

