რომელ სკოლებში გადაიდო სწავლის დაწყება

რომელ სკოლებში გადაიდო სწავლის დაწყებასაქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა.

სწავლა სკოლების ნაწილში 30 სექტემბერს, ნაწილში კი 23 სექტემბერს განახლდება.

მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

სწავლა გადაიდო შემდეგ სკოლებში:

1.თბილისის #122 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს)

2.თბილისის #130 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს) 3.თბილისის #45 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს)

4.თბილისის #60 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს)

5.თბილისის #149 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს) 6.თბილისის #177 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს) 7.თბილისის #191 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს) 8.თბილისის #208 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს)

9.ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის #23 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს)

10.ალექსანდრე ცინცაძის სახელობის თბილისის #150 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს)

11.ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის #2 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს)

12.ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს)

13.სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს)

14.გორის #4 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს)

15.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს)

16.გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლაში  (განახლდება 30 სექტემბერს)

17.დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს) 18.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს)

19. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს).