ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე.
ერთმანეთს გამოძახების სერვისზე დასაქმებული მოტოციკლისტი და მსუბუქი ავტომობილის ტაქსი დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, სახანძრო-სამაშველოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ავარიის შედეგად 20 წლის მამაკაცი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა პაციენტი კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.
დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ინფორუსთავი