სამტრედიაში ნავთობბაზაზე ცეცხლი გაჩნდა

სამტრედიაში ნავთობბაზაზე ცეცხლი გაჩნდასამტრედიაში, ნაჩხატაურის უბანში ნავთობბაზაზე ცეცხლი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ნავთობბაზა არის ყველაზე დიდი საწვავის ტერმინალი დასავლეთ საქართველოში და არსებობდა მისი აფეთქების საშიშროება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან და სამეგრელოდან 14 სამაშველო ჯგუფი და 70-მდე მეხანძრე მუშაობს. ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.