საქართველოში ნახევარ საათში 3 მიწისძვრა მოხდა

საქართველოში ნახევარ საათში 3 მიწისძვრა მოხდასაქართველო-სომხეთის საზღვარზე ნახევარ საათში სამი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 7კმ-ში იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3,6 მაგნიტუდა შეადგინა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, თბილისის დროით 20:22 საათზე მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა, 20:24 საათზე კი 4.2.

წინასწარი მონაცემებით, პირველი მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან ცხრა კილომეტრში, მეორე კი ხუთ კილომეტრში მოხდა.

ნიუპოსტი