სასულიერო პირმა საპატრაიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობის პოსტიც დატოვა.
ბოდბელი ქორეპისკოპოსი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ პატრიარქთან გამოსულმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“მოსული ვიყავი სპეციალურად, რომ უწმინდესი მენახა და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მესაუბრა. მივიღე გადაწყვეტილება და გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან” – განაცხადა მეუფე იაკობმა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადად მან მიიღო.
“ოღონდ მე გადავდექი. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ვრჩები ეპარქიაში. მრევლს და ერს ყველას კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ შენდობას ვითხოვ და ბოდიშს ჩემი ისეთი სახით საუბრისთვის. შეხვედრას ჩვენ ორნი ვესწრებოდით,“ – აღნიშა მეუფე იაკობმა.

