მეუფე ნიკოლოზი – “მეუფე პეტრე იმდენად უხამსად მოიქცა, რომ წმინდა სინოდის სხდომიდან ხელით გავიყვანეთ”

მეუფე ნიკოლოზი - "მეუფე პეტრე იმდენად უხამსად მოიქცა, რომ წმინდა სინოდის სხდომიდან ხელით გავიყვანეთ"„მეუფე პეტრე სინოდზე უხამსად მოიქცა“- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.

სასულიერო პირის თქმით, სინოდის წევრები იძულებულები გახდნენ, ჭყონდიდის მიტროპოლიტი ხელთ გაეყვანათ.

„იმდენად უხამსად მოიქცა, რომ იძულებული გავხდით, ხელი მოგვეკიდებინა და ასე გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან. უხამსი სიტყვებით, უხამსობა ისაუბრა. ეს არ იყო მხილება. მე ამას არ დავაზუსტებ. მთელი სინოდი უხსნიდა, რომ შეურაწყოფის მიყენება არ არის მხილების ფორმა და არც გამართლებული საქციელი“- თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი თქმით, მეუფე პეტრეს არგუმენტები არ წარუდგენია.

ნიუპოსტი