მეუფე პეტრე – „დარწმუნებული არა ვარ, რომ ცოცხალი ვიქნები სინოდის სხდომამდე“

მეუფე პეტრე - „დარწმუნებული არა ვარ, რომ  ცოცხალი ვიქნები სინოდის სხდომამდე“ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა მეუფე იაკობის განსჯას რჯულის კანონის სამართლით ითხოვს და ამბობს, რომ საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებებს არ ენდობა.

„კანონიკური სამართალი მოითხოვს, რომ განისაჯოს კანონიკური სამართლის მიხედვით ყველა, მიუხედავად იერარქიისა. ძალიან მძიმე განაჩენია მსგავსი საქციელების მიმართ. ამიტომ ვწუხვარ მის ტრაგიკულ მდგომარეობაზე. მართალია ცოდვა გამხელილი სჯობს, ჩემთვისაც ტრაგედია იყო რაც მოივისმინე, რა მდგომარეობაშია საქართველოს საპატრიარქო და საქართველოს საპატრიარქოს ზნეობრივი კომისიის ქორეპისკოპოსი. ის კომისია, რომელსაც ის წარმოადგენს, ის ზნეობრივ კომისიაშია, ანუ ადამიანი, რომელმაც სხვას უნდა მოსთხოვოს ზნეობა. ზედმეტი საუბარი აღარ ჭირდება რასთან გვაქვს საქმე,- განაცხადა მეუფემ.

მისივე თქმით, მას არაერთგზის მოუსმენია მეუფე იაკობის უპასიხუსმგებლობა ბოდვა და სჯულის კანონის თანახმად, როცა ადამიანი ერთხელ ვერ ადასტურებს თავის ცილოსწამებას და განცხადებას, მეორედ უკვე ეკლესია არ ღებულობს მას როგორც მბრალდებელსაც კი,- აღნიშნა მეუფემ.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის თქმით, ეკლესიას ძალიან ბევრი ხარვეზი აქვს მართვა- გამგეობის დებულებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტია, რომ პატრიარქის გარდა არავის აქვს უფლება წმინდა სინოდის მოწვევისა, სწორედ ამიტომ მისთვის უცნობია, თუ როდის შედგება სინოდის სხდომა.

„არ ვარ მაღალი წარმოდგენის საპატრიარქოს განცხადებებზე. ველოდები, მოვისმენ და შემდეგ შევაფასებ, მე ვაკისრებ პასუხისმგებლობას პატრიარქს. მან ამ ზაფხულს დააჯილდოვა მეუფე იაკობი და თქვა, რომ ყველაფერი რასაც ის აკეთებდა, რა არასწორი საქციელიც მან ჩაიდინა, პირველ რიგში ის ასრულებდა პატრიარქის დავალებას. ამ ლოგიკით გუშინდელი გამოხტომა მიმაჩნია პატრიარქის დავალებაა. ამიტომ პატრიარქმა უნდა გასცეს პასუხი. დარწმუნებული არა ვარ, რომ ცოცხალი ვიქნები სინოდის სხდომამდე,- აღნიშნა მეუფემ.

მისივე თქმით, მეუფე იაკობი პატრიარქმა ჩამოიყვანა სნოში, როცა მეუფე პეტრე მსახურობდა და იაკობი მისი ხელდასმულია.

„ჩემი მღვდელმთავრობის პერიოდში ის აღიკვეცა ჩემს მიერ მღვდლად, დადო აღთქმა, რომელიც მან სამწუხაროდ დაარღვია და იკურთხა სოფლის მღვდლად. მე მიმაჩნია რომ სოფლის მღვდელზე მეტი პატივი მისთვის იყო გადაჭარბება და ზედმეტი ნდობის გამოცხადება“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

პრაიმ ტაიმი