ვალერი გელბახიანმა შვილის ქორწილი ჭორვილაში უფასოდ გადაიხადა?!

ვალერი გელბახიანმა შვილის ქორწილი ჭორვილაში უფასოდ გადაიხადა?!რამდენიმე დღის წინ, „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის, ვალერი გელბახიანის შვილმა ქორწილი საჩხერეში, კერძოდ, სოფელ ჭორვილაში გადაიხადა. ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჭორვილას რიტუალების სახლში, ნებისმიერი მსურველი ქორწილს უფასოდ იხდის, რადგან ხარჯს მთლიანად, ბიძინა ივანიშვილი ფარავს. „ჰოთნიუსი“ ვალერი გელბახიანს დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ გადაიხადა შვილის ქორწილი მაინცდამაინც ივანიშვილის მშობლიურ სოფელში და გაიღო თუ არა მან ქორწილის საფასური? – გელბახიანმა გვიპასუხა: „საჩხერელი ვარ, საჩხერელი… მთელი საჩხერე იქ იხდის ქორწლს და ჩემი რატომ გაგიკვირდათ? უფასო არაა, ფასიანია იქ ქორწილის გადახდა“…

ჰოთნიუსი