ნინო სულაბერიძე შვეიცარიიდან ჩამოასვენეს – “ჩემო ცისფერთვალებავ, შენი სილამაზით ვგიჟდებოდით ყველა”

ნინო სულაბერიძე შვეიცარიიდან ჩამოასვენეს - "ჩემო ცისფერთვალებავ, შენი სილამაზით ვგიჟდებოდით ყველა"გარდაცვლილი ჟურნალისტი ნინო სულაბერიძე, რომლის დასახმარებლადაც მთელი ქვეყანა გაერთიანდა, საქართველოში ჩამოასვენეს. გოგონას დღეს დაკრძალავენ.სოციალურ ქსელში ნინის მეგობრები ემოციურ პოსტებს, სურათებს და ვიდეოს ავრცელებენ.

“ჩემო დახატულო და კისკისა გოგოო ,ჩემო ცისფერთვალებავ შენი სილამაზით ვგიჟდებოდით ყველა დაიფარე ზევიდან შენი და ჩვენი ლუკა. შენ კიდე მოისვენე და უფალს ებარებოდე”

როგორ მენანები ჩემო ლამაზო ნინიკო… არ მინდა დაჯერება, ჩემდაუნებურად გავურბივარ ამ დაუჯერებელ რეალობას… არც ლევანის არარსებობა დამიჯერებია და ვერც შენსას ვერ ვიჯერებ…
ღმერთს ვთხოვ გამძლეობა მისცეს შენს მშობლებს და პატარა ლუკიტოს ბედნიერი მომავალი…
მიყვარხარ, ჩემი ბავშვობის ლამაზი ნაწილი ხარ” – წერენ ნინის მეგობრები.

ნინოს რამდენიმე წლის წინ თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინდა. ბოლო წლებში იგი ოპერაციების შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა.

ნინო სულაბერიძეს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.