ელიზაბეთ რუდი – “ქარ­თვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ, ლეგალურად იმუშაონ აშშ-ში”

მო­ვუ­წო­დებ­დი ყვე­ლას, გა­ეც­ნონ იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ეძ­ლე­ვათ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით” – ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, ელი­ზა­ბეთ რუდ­მა გა­ნუ­ცხა­და.
ამე­რი­კელ­მა დიპ­ლო­მატ­მა უპა­სუ­ხა სა­ა­გენ­ტოს შე­კი­თხვას, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამე­რი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბის სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ერთ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნას­თან აწარ­მო­ებს.

“უკვე არ­სე­ბობს გზე­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ქარ­თვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ, ლე­გა­ლუ­რად იმუ­შა­ონ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. ეს არის სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის ვი­ზე­ბი, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, იმუ­შა­ონ აშშ-ში. მო­ვუ­წო­დებ­დი ყვე­ლას, ვინც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, გა­ეც­ნონ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს“, – გა­ნა­ცხა­და რუდ­მა.
გარ­და ამი­სა, ელი­ზა­ბეთ რუდი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ი­ნიშ­ნოს. ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტის თქმით, ამე­რი­კას ელ­ჩის სა­ხით უკვე ჰყავს სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.
„ამე­რი­კას ჰყავს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ დრო­ის­თვის ეს გახ­ლა­ვართ მე, აშშ-ის ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. რა თქმა უნდა, რო­დე­საც ახა­ლი ელჩი დამ­ტკიც­დე­ბა, ის ჩა­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში და იქ­ნე­ბა ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო-ამე­რი­კის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­სამ­ტკი­ცებ­ლად და გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.
რაც შე­ე­ხე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, “სამ­ხრეთ ოსე­თი­სა” და აფხა­ზე­თის სა­კი­თხთან, ჩვენ აქაც გვყავს სპე­ცი­ა­ლუ­რი უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში, ენ­დრიუ შო­ფე­რი, რო­მე­ლიც ჩვენს დე­ლე­გა­ცი­ას ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობს.
ის ძა­ლი­ან მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან იმი­სათ­ვის, რომ პა­სუ­ხი გა­ე­ცეს უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ გა­მოწ­ვე­ვებს“, – გა­ნუ­ცხა­და ელი­ზა­ბეთ რუდ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“.

დატოვეთ თქვენი კომენტარი