გიორგი ბარათაშვილს 56 წლის ქალის მკვლელობისთვის კვიპროსში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

გიორგი ბარათაშვილს 56 წლის ქალის მკვლელობისთვის კვიპროსში სამუდამო პატიმრობა მიესაჯასამუდამო პატიმრობა გიორგი ბარათაშვილს – კვიპროსის სასამართლომ 40 წლის მამაკაცს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის გამო სასჯელის მაქსიმალური ზომა მიუსაჯა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა გასული წლის ნოემბერში 56 წლის ქალს მანქანაში დანით 16 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და 1.500 ევრო მოიპარა.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

რუსთავი 2