გურამ ჩალაგაშვილი – ”მოსამართლემ თავის გამომეტყველებით აღიარა, რომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო”

გურამ ჩალაგაშვილი -  ''მოსამართლემ თავის გამომეტყველებით აღიარა, რომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო''“გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებები დაცვისა და ბრალდების მხარეებმა წარადგინეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაცვის წევრს იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავებიან. ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით დგინდება, რომ ცეცხლსასროლ იარაღზე კობა კოშაძის ანაბეჭდები არ არის რაც პარტია
“გამარჯვებული საქართველოს” წევრებს ეჭვს უჩენს, რომ იარაღი კობა კოშაძეს სამართალდამცველებმა ჩაუდეს.
“ექსპერტიზამ იარაღთან შემხებლობა ვერ დაადგინა. ამ იარაღთან მიმართებაში არ გვაქვს საქმე სხვა დანაშაულთან, სხვა პირებთან რაიმე კავშირი, მაგრამ ეს არ არის ისეთი არსებითი გარემოება, რომელიც ცვლის იმ საფრთხეებს რაც პირველმა სასამართლომმ დაადგინა. პასპორტის ჩაბარება, ელექტრონული სამაჯური, ყოველდღიურად პოლიციაში გამოცხადების ვალდებულება სავსებით უზრუნველყოფს იმას, რომ პირი არ მიიმალოს” – აცხადებს კოშაძის ადვოკატი.
“გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოზე მოსამართლემ თავის გამომეტყველებით პრაქტიკულად აღიარა ის, რომ მას უნდოდა კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო თუმცა მას ეს ყველაფერი დაავალეს.
“მოსამართლემ, ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილმა მონამ, აღიარა, რომ მას უნდოდა კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო თუმცა მას დაავალეს ეს. ამ ადამიანმა თავის სახით, თავის გამომეტყველებით ყველაფერი აღიარა. დღეს მოსამართლემ და პროკურორმა ძალიან მარტივად გაწირეს ის ოთხი პოლიციელი, რომლებმაც არ თქვეს სიმართლე და მათ ვინაობას საზოგადოებამალე გაიგებს” – აცხადებს “გამარჯვებული საქართველოს” წევრი გურამ ჩალაგაშვილი.