ილია ჯიშკარიანი ინფარქტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ილია ჯიშკარიანი ინფარქტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანესთბილისის საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური, თუმცა საყურადღებოა, რის გამოც, ის ინტენსიურ ბლოკში აგრძელებს მკურნალობას.

“როგორც ირკვევა გუშინაც და გუშინწინაც ჰქონია ტკივილი, თუმცა გუშინ იყო უფრო ინტენსიური და გაუსაძლისი, რის გამოც პაციენტის ტრანსპორტირება მოხდა ჩვენთან. დიაგნოსტირდა ჩვენს განყოფილებაში მიოკარდიომის მწვავე ინფარქტი, რის გამოც დაუყონებლივ შეყვანილ იქნა კორონოგრაფიაზე. ჩაუტარდა ანგიოპლასტიკა სამი სტენტით. მდგომარება დამაკმაყოფილებელია, თუმცა საყურადღებო და იმყოფება ინტენსიურ ბლოკში“,-განაცხადა ექიმმა თამუნა ჭიხორიამ.

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პარასკევს, საკრებულოს სხდომის შემდეგ დამძიმდა.

ადვოკატის თქმითვე,  საკრებულოს სხდომაზე დეპუტატ ჯიშკარიანს კოლეგებმა თამთა თოდაძის ბრალდებები შეახსენეს და ძალადობაში დაადანაშაულეს.

“პარასკევს ყოფილა საკრებულოს სხდომა, ილია პარასკევს საღამოსაც იყო ცუდად, ჰქონდა ტკივილი გულ-მკერდის არეში, გადაყვანაზე განაცხადა უარი. შაბათსაც გაუგრძელდა ტკივილები და უკვე მეუღლემ დარეკა, სასწრაფო გამოიძახა და იძულებით გადაიყვანეს”  – აღნიშნა “კურიერთან” ადვოკატმა.

“უარი განაცხადა ნიუ ჰოსპიტალში გადაყვანაზე, რადგან მასზე იმოქმედა დაცინვამ და უსამართლო ბრალდებებმა, თითქოს მეგობრის სააავადმყოფოში იწვა და მანიპულირებდა. ხუთშაბათს იყო ფრაქციის სხდომა, ილია მივიდა და გადაიდო. თამთა თოდაძე სპეციალურად მივიდა ხუთშაბათს, იცოდა რა ფრაქციის სხდომაა და ილია მივიდოდა, ზუსტად დაამთხვია და მივიდა საკრებულოში. ის განზრახ ავრცელებს ილიას წინააღმდეგ სხვადასხვა ცრუ ინფორმაციებს და ამაზე მკაცრი რეაგირება მე მექნება პირადად! დავამტკიცებ მის დაუსრულებელ ავანტიურებს და ტყუილებს,” – აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით გაწერეს.