კახა წაველიძე პოლიციის მანქანის გატაცებაში დამნაშავედ ცნეს

კახა წაველიძე პოლიციის მანქანის გატაცებაში დამნაშავედ ცნესპოლიციის მანქანის გატაცებაში ბრალდებული კახა წაველიძე გორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

გადაწყვეტილება მოსამართლე შალვა კაკაურიძემ დღეს მიიღო.

18 წლის ახალგაზრდა ყველა წარდგენილ ეპიზოდში გამტყუნდა. მას გამოძიება ძარცვას და ძარცვის მცდელობას ედავებოდა. მოსამართლე სასჯელის ზომას 5 დეკემბერს გამოაცხადებს.

სანამ შალვა კაკაურიძე წაველიძეს განაჩენს გამოიტანდა, მსჯავრდებულმა პროცესზე სკანდალური განცხადბა გააკეთა და თქვა, რომ რეალურად მანქანას არა ის, არამედ პოლიციის მაღალჩინოსანი, გიორგი პატიაშვილი მართავდა. დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და საქმის გასაჩივრებას ადამიანის ევროპულ სასამართლოში აანონსებს.
,,ვერ გაუძლო სასამართლომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წნეხს. არ დადგა ეჭვქვეშ გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, არ მიექცა ყურადღება, რომ საქმეში სწორედ ამ სამმართველოს მაღალჩინოსანი ფიგურირებს და მისი მხრიდან დანაშაულის ნიშნებიც კი იკვეთება.

გარდა ამისა, არ იქნა გათვალისწინებული, რომ საქმე დაზრალებულმა გამოიძია. სამაგიეროდ, ვარაუდების საფუძველზე, ახალგაზრდა კაცი რამდენიმე წელს გაატარებს ციხეში, მაღალჩინოსანი პოლიციელი კი გააგრძელებს მუშაობას და სხვა ახალგაზრდებს გაუშვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში”,-აცხადებს წაველიძის უფლებადამცველი ლექსო მერებაშვილი.
პოლიციის მანქანა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე მიმდინარე წელის ივნისის თვეში ამოტრიალდა. გამოძიება ამ დრომდე ამტკიცებს, რომ
მანქანა პოლიციელ გიორგი პატიაშვილს არასრულწლოვანმა გასტაცა.

ნიუპოსტი

გორთან პოლიციის მანქანა ამოტრიალდა – ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს 10 პოლიციელი დაესხა თავს