კინო ამირანთან აფეთქება მოხდა

კინო ამირანთან აფეთქება მოხდა„ქართული მარშის“ წარმომადგენლები „ამირანში“ შესვლას ცდილობენ, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეებს პოლიცია ამის შესვლის უფლებას არ აძლევს.

აქციის ზოგიერთი მონაწილე საპატრულო პოლიციის მიერ განთავსებულ რკინის ჯებირზე გადასვლას ცდილობს. მათ ნაწილს ნიღბები უკეთია.

“ამირანთან” ვითარება დაძაბულია. რამდენჯერმე გაისმა აფეთქების ხმა. აქციის მონაწილეებმა სავარაუდოდ, პიროტექნიკა ააფეთქეს.

აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიცილეებმა ტერიტორიიდან გაარიდეს.

„ამირანთან“, სადაც ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

აქციის მონაწილეებმა ვერის პარკიდან „ამირანთან“ რამდენიმე წუთის წინ გადაინაცვლეს.