მამაკაცმა ატენის 20 ნომერში ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

მამაკაცმა ატენის 20 ნომერში ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლათბილისში, ატენის ქუჩაზე, 20 ნომერში, მკვლელობა მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცმა ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.