მირზა სუბელიანმა საქართველო დატოვა – ის ჯერ მიუნხენში ჩაფრინდა, შემდეგ კი სხვა რეისზე გადაჯდა

მირზა სუბელიანმა საქართველო დატოვა - ის ჯერ მიუნხენში ჩაფრინდა, შემდეგ კი სხვა რეისზე გადაჯდახორავას ქუჩის მკვლელობის საქმის ერთ-ერთმა გამყალბებელმა და ყოფილმა პროკურორმა, მირზა სუბელიანმა საქართველო დატოვა.

სუბელიანის მიერ ქვეყნიდან გამგზავრების ფოტო-მტკიცებულება Presa.ge-მ ექსკლუზიურად მოიპოვა.

ეს არის ფოტო, რომელიც ხორავას ქუჩის ორმაგი მკვლელობის საქმის ერთერთი გამყალბებლის საქართველოდან წასვლას ასახავს.

შეგახსენებთ, რომ სოზარ სუბარის ნათესავი, მირზა სუბელიანი საზოგადოების წნეხის შედეგად დააკავეს, სიმბოლური სასჯელი მიუსაჯეს და მალევე გაათავისუფლეს.

სამაგიეროდ, ივანიშვილის ხელისუფლებამ სუბელიანისაგან მიიღო გარანტიები, რომ ხელს არ დაადებდა მაგალითად, სისხლიან ჯალათად წოდებულ გიორგი გახარიას, რომელიც ასევე ფიგურირებს ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გაყალბებაში, ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან ერთად.

პრესა.ჯი-ს ინფორმაციით, სუბელიანმა საქართველო შექმნილი პოლიტიკური ფონის გამო სამი კვირის წინ დატოვა. ის თბილისიდან ჯერ მიუნხენში ჩაფრინდა, შემდეგ კი სხვა რეისზე გადაჯდა…

Presa.ge-ს ფოტო-მტკიცებულება ერთ-ერთმა მგზავრმა მიაწოდა.

პრესა