“ოცნების” დეპუტატები გამოგზავნეს და და დეპუტატები ურტყამდნენ სამოქალაქო აქტივისტებს” – ხმაური და დაპირისპირება ბოდბის ბაზარში   

"ოცნების" დეპუტატები გამოგზავნეს და და დეპუტატები ურტყამდნენ სამოქალაქო აქტივისტებს" - ხმაური და დაპირისპირება ბოდბის ბაზარში   ხმაური და დაპირისპირება ბოდბის ბაზარში – სამოქალაქო აქტივისტები მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი შიოლაშვილის კორუფციული საქმიანობის გასაპროტესტებლად მივიდნენ. აქტივისტებს ადგილზე პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა დახვდათ და პროტესტის პროტესტის გამოხატვის უფლება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
“ქართული ოცნების დეპუტატები გამოგზავნეს და დეპუტატები ურტყამდნენ ჩვენს მხარდამჭერებს, წარმოიდგინეთ ვიღაც ხელის ბიჭები და ზონდერები კი არა, დეპუტატები ყავდათ გამოგზავნილი” – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი.
“ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები” – სამოქალაქო მოძრაობამ კამპანია ამ სახელწოდებით სიღნაღი-დედოფლისწყაროს დეპუტატის, ირაკლი შიოლაშვილის მხილებით დაიწყო. მოძრაობის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩასვლას და ხალხის ხარჯზე გამდიდრებული მაჟორიტარების გამოაშკარავებას გეგმავენ.

ნიუპოსტი