თბილისში ავტომობილი ხეს შეეჯახა – გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი

თბილისში ავტომობილი ხეს შეეჯახა - გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცითბილისში, მოსკოვის გამზირზე “მაზდას” მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ორი პირი იჯდა, ხეს შეეჯახა.

ერთ-ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, მძიმეა ავტომობილის მძღოლის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.