ცაგერში 2 პოლიციელი მოკლეს

ცაგერში 2 პოლიციელი მოკლესცაგერის რაიონში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, მოკლულია ორი პოლიციელი. ასევე, დაჭრილია ერთი პირი. ერთ-ერთი ვერსიით, პოლიციელებს შორის კონფლიქტი მოხდა და მათ ერთმანეთს ესროლეს. თუმცა ეს ვერსია ოფიციალურ უწყებებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს, საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს. მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

იპნ