2020 წლის ჰოროსკოპი – ემზადეთ მოულოდნელობებისთვის

2020 წელი თეთრი მეტალის ვირთხის წელია. ვნახოთ რას გვიმზადებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ჭკვიანი და საკმაოდ სახიფათო ცხოველის წელი. ვის ელის განსაცდელი, ვის გაუმართლებს ბიზნესში და ვისთვის წარმატებული სასიყვარულო წელი იქნება.
ვერძი

2020 წელი ვერძის ნიშნის წარმომადგენლისთვის გამოცდის და გამძლეობის შემოწმების პერიოდი იქნება. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს წელი ნაკიანი იქნება. ვერძს მხოლოდ შეუპოვრობა და თავდაჯერებულობა არ ეყოფა, რომ სასურველს მიაღწიოს. უფრო რბილი და მოქნილი უნდა გახდეთ, რომ საკუთარ მიზნებს არა უხეში ძალებით, არამედ დიპლომატიის გზით მიაღწიოთ. არც თუ ისე მშვიდი პერიოდი გელოდებათ, მაგრამ თუ ხელს არ ჩაიქნევთ და მოთმინებას მოიკრებთ, ეს პერიოდი პოზიტიურ ნოტაზე და მნიშვნელოვანი დადებითი შედეგებით დასრულდება.

კურო

ყველა ანგარიშით, სწორედ თქვენი წელი დგება! კურო მიზანდასახული ადამიანია, რომელსაც მომავალი სარგებლის მისაღებად ლოდინი შეუძლია, ხოლო ამის შეგრძნების შემდეგ, მომენტს ხელიდან არ უშვებს. სწორედ ისეთი პერიოდი დგება, როცა იღბლის დაჭერას გაწვდენილი ხელით შეძლებთ. საკუთარ თავზე მცირე ძალისხმევით ცხოვრების კარდინალურად შეცვლას შეძლებთ. ვენერას დაქვემდებარებულებს ცვლილებები არ უყვართ. თუ გამბედაობას და სითამამეს გამოიჩენთ, უახლოესი 12 წელი წარმატება თქვენს მხარეს იქნება!

ტყუპები

2020 წელი საკმაოდ ოპტიმისტური იქნება. ის ახალ ნაცნობებს და მიმზიდველ შეთავაზებებს გპირდებათ. არსებობს ალბათობა, რომ თქვენი ოჯახის სტატუსი შეიცვლება ან სამსახურში პერსპექტიულ შეთავაზებას მიიღებთ. ნებისმიერ შემთხვევაში ნაადრევი სიხარული არ ღირს. რთული პერიოდი გელოდებათ, რომელიც ამა თუ იმ სტატუსში თქვენი მდგომარეობის დადასტურებას მოითხოვს. თუ სამყაროს საჩუქარს სწორად გადაანაწილებთ, წარმატება თქვენს მხარეს იქნება.

კირჩხიბი

თეთრი მეტალის ვირთხა კირჩხიბის ნიშნის წარმომადგენლებს სერიოზული არჩევანის წინაშე აყენებს – იმოქმედონ და ბედნიერი ცხოვრების შანსი მიიღონ, ან ოცნებაზე უარი თქვან და მთელი ცხოვრება სინანულში გაატარონ. სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მთელი თქვენი შეუპოვრობა დაგჭირდებათ. ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები გელოდებათ, მაგრამ მათ შესაგრძნებად „ნაჭუჭიდან“ უნდა გამოხვიდეთ და თქვენი ღირსებები ყველას აჩვენოთ. ამასთან ფაქტი არაა, რომ წარმატების მისაღწევად დაძაბული უნდა იყოთ. ზოგჯერ საკმარისია მოდუნდეთ და მიიღოთ ყველაფერი ისე, როგორც არის.

ლომი

ვირთხის წელი უამრავ განსაცდელს გპირდებათ. მოულოდნელი ზარალისა და გეგმების შეფერხებისთვის მზად იყავით, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში. მომავალში კი ყველაფერი თქვენს ინტერესსა და ნებისყოფაზე იქნება დამოკიდებული. მთავარია, წვრილმანებს ყურადღება მიაქციოთ. ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარება არ სცადოთ, ასე შეიძლება მნიშვნელოვანი დეტალები გამოგრჩეთ, რაც ღირსეული ადგილის დაკავებაში ხელს შეგიშლით. თქვენ კი ამას, უდაოდ, იმსახურებთ.

ქალწული

2020 წელი მერკურის მფარველობის ქვეშ მყოფი ნიშნებისთვის წარმატებული იქნება. ქალწულისთვის კი ნამდვილად ფანტასტიკური პერიოდი იქნება. წლის დასაწყისში შთაგონებას და მთების გადადგმის სურვილს იგრძნობთ, რომ ბედნიერი და კომფორტული ცხოვრება მიიღოთ. ამ დროს დაძინება და ყველაფრის თავის ნებაზე მიშვება არ ღირს. მჩქეფარე ენერგია უნდა მართოთ. ეს ენერგია განვითარებისა და წინსვლისკენ მიმართეთ. ამისთვის გამბედაობა და ერთგულება დაგჭირდებათ.

სასწორი

სხვა ზოდიაქოს ნიშნებისგან განსხვავებით სასწორმა ყურადღება საკუთარ ცხოვრებას უნდა მიაქციოთ, ოჯახთან და ირგვლივ მყოფ ხალხთან ურთიერთობის საკითხებს დრო უნდა დაუთმოს. თუ ჰარმონიაზე ოცნებობთ, პირველ რიგში, საკუთარ გრძნობებში უნდა გაერკვეთ და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. წლის მეორე ნახევარი ამ მიზნებისთვის იდეალური იქნება. თქვენთვის ეს შეიძლება მეორე ნახევართან შეხვედრა ან ბავშვის მალე დაბადების სიახლე იყო.

მორიელი

მეტალის ვირთხა რთულ პერიოდს გპირდებათ. გაზრდილი ზეწოლისთვის მოემზადეთ, რომელსაც ხალხი და სხვადასხვა გარემოება მოახდენს. დამატებითი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ, მაგრამ წლის ბოლოს გასული პერიოდის სიამოვნებით გახსენება თუ გსურთ, ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ. დანარჩენ შემთხვევაში უფრო თავშეკავებული იყავით. თქვენი უხეში, დაუფიქრებელი ქცევები სერიოზულ ზიანს მოგაყენებთ.

მშვილდოსანი

იუპიტერის მფარველობის ქვეშ მყოფი მშვილდოსნისთვის მნიშვნელოვანი დრო დგება, რომელსაც შეიძლება „განწმენდის პერიოდი“ ვუწოდოთ. 2020 წელს მშვილდოსანს საკუთარი გარემოს გადახედვა და სინანულის გარეშე ზოგიერთის ჩამოშორება მოუწევს. უფრო მეტიც, თეთრი ვირთხის წელმა მშვილდოსანს შეიძლება ბიზნესში ბედნიერები ცვლილებები მოუტანოს. შეიძლება საკუთარი საქმე გახსნათ, რომელიც წლები უზრუნველგყოფთ. მნიშვნელოვანია, რომ უსარგებლო წვეულებებსა და სასიყვარულო საქმეებში ბედნიერი ცხოვრების შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

თხის რქა

დამდეგი წელი თხის რქისთვის გახსნილი იქნება. პირველი თვეებიდან სატურნის დაქვემდებარებულებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ამ ცხოვრებაში მიზნის მისაღწევად დიპლომატიის და კომპრომისის ხელოვნება უნდა აითვისონ. ადამიანებთან ურთიერთობის და სხვების დახმარების გარეშე თხის რქა ვერასდროს შეძლებს გახდეს ის, რაზეც ოცნებობს. დროა, სამყაროს გაუღიმოთ და მაშინ სამყაროც საპასუხოდ გაგიღიმებთ! 2020 წელი კარგი დროა ოჯახის შესაქმნელად და ახალი, პერსპექტიული ნაცნობების გაჩენისთვის.

მერწყული

დამდეგ 2020 წელს მერწყულს კარგი განწყობა და უამრავი ცხოვრებისეული გეგმა ექნება. გეგმების შესრულებას ნამდვილად შეძლებენ, თუ საკუთარი ხელით არ გაანადგურებს იმას, რაზეც ამდენი წელი შრომობდა. ამისთვის, ჭორებს არ უნდა მოუსმინოთ და არ დაუჯეროთ იმას, რაც საკუთარი თვალით არ გინახავთ, არაკეთილმოსურნეების პროვოკაციებმა შეიძლება თქვენი ცხოვრება გაანადგურონ, თუ წინდახედულობას არ გამოიჩენთ.

თევზები

თევზებისთვის თეთრი მეტალის ვირთხა ახალ არხს ნიშნავს, რაც მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. შესაძლოა, საკუთარი შიშების და ეჭვების გამო ყველაზე არასასიამოვნო პერიოდის გადატანა მოგიწიოთ, მაგრამ ეს ამად ღირს. წლის ბოლოს თქვენს გარდასახვას გაოცებული შეაფასებთ და კმაყოფილებით აღნიშნავთ, რომ განვითარებისთვის ახალი ნაბიჯი გადადგით.

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი