არბი ქავთარაშვილი ვისი მუთოშვილის მკვლელობას აღიარებს

არბი ქავთარაშვილი ვისი მუთოშვილის მკვლელობას აღიარებსპანკისის ხეობაში დაპირისპირებისას მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არბი ქავთარაშვილსა და რუსლან ხანგოშვილს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

ორივე მათგანი შსს-ს კახეთის სამხარეო დეპარტამენტის, წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. უფლებადამცველის ელენე ქიშმარიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ გამოძიებამ განსაკუთრებით მძიმე მუხლებით იხელმძღვანელა.

საგამოძიებო უწყება, 22 წლის არბი ქავთარაშვილს, 37 წლის ვისი მუთოშვილის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა შენახვას ედავება. რაც შეეხება 27 წლის რამაზ ხანგოშვილს,მის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

“არბი ქავთარაშვილი სრულად აღიარებს ბრალს და თავს დამნაშავედ ცნობს.რაც შეეხება რამაზს, შევჯერდებით საბოლოო ვერსიაზე, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ”- განაცხადა ელენე ქიშმარიამ.

ცნობისთვის, დაპირისპირება პანკისის ხეობაში 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა.

იპნ