დავით ლაგვილავამ ”პანდას” უპასუხა – ”კლასის დაშლაზე და რაღაც დიქტატურაზე საუბარი ცოტა სასაცილოა”

დავით ლაგვილავამ ”პანდას” უპასუხა - ”კლასის დაშლაზე და რაღაც დიქტატურაზე საუბარი ცოტა სასაცილოა”სარეკლამო კომპანია “პანდას” ბრალდებებს, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს და ნაციონალურ მოძრაობასა და 51-ე სკოლის ყოფილ დირექტორს ახსენებს, დავით ლაგვილავამ უპასუხა.

ლაგვილავა იმ დროს სწორედ 51-ე სკოლის დირექტორი იყო.

ლაგვილავამ აღნიშნა, რომ კლასის დაყოფა მიზანმიმართულად არ მომხდარა და კლასები მესამე საფეხურიდან მიმართულებების მიხედვით იყოფოდნენ.

“51-ე სკოლაში, მოგეხსენებათ, საკმაოდ ნიჭიერი და ამ შემთხვევაში, მხიარული მოსწავლეებიც სწავლობდნენ, იმიტომ, რომ ამ კლასს, როგორც მახსოვს, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი ჰქონდა ჩამოყალიბებული. კოკო ბარათაშვილი იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელიც, სხვათა შორის, ლექსებსაც წერდა და ძალიან ნიჭიერი ბავშვია. მე სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ ვიდეოზე ცოტა მიჭირს, იმიტომ, რომ კლასის დაშლაზე და რაღაც დიქტატურაზე საუბარი ცოტა სასაცილოა, რბილად რომ ვთქვათ.

რაც შეეხება კლასის დაშლას, რა თქმა უნდა, კლასები იშლებოდა ჩვენთან სკოლაში, ისევე, როგორც მანამდე, სანამ კოკო დაამთავრებდა სკოლას, ან ისწავლიდა, და მერეც, იმიტომ, რომ კლასები მესამე საფეხურზე ნაწილდებოდნენ მიმართულებების მიხედვით,” – განაცხადა დავით ლაგვილავამ.

რუსთავი 2