მიხეილ ცაგარელი – გახარიასთვის 2020 წელი შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს

მიხეილ ცაგარელი - გახარიასთვის 2020 წელი შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის,  გიორგი გახარიასთვის 2020 წელი რთული იქნება. როგორც ასტროლოგმა  მიხეილ ცაგარელმა „2020NEWS“ – ს განუცხადა, თაგვის წელი შესაძლოა, პრემიერისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს და მან თანამდებობა დატოვოს.

„გახარია ჰოროსკოპით კატის წელში დაბადებული თევზია (19 მარტი, 1975 წელი ) და ძალიან რთული წელი ექნება. გახარია უფრო დინამიურია მოქმედებაში, ვიდრე ვთქვათ, ივანიშვილი, მაგრამ ხელ-ფეხშეკრულია, რადგან ბიძინას მითითების გარეშე, განსაკუთრებული რამის გაკეთებას ვერ გაბედავს. ამიტომ შორს ვერ წავა. წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი სირთულე შეხვდება და არ არის გამორიცხული, რომ თანამდებობაც კი დაკარგოს. შესაძლოა,

ეს ამბავი ივნისშიც მოხდეს, შესაძლოა, ოქტომბერში. ახლა ამის თქმა რთულია. მთლიანობაში ცუდი წელი ექნება, ის კი ეცდება, რომ ქვეყანაში წესრიგი დაამყაროს, მაგრამ რა წესრიგი უნდა დაამყარო, როდესაც მთლიანობაში ქვეყანაში სტაგნაციაა, მათ შორის, ეკონომიკური. ფასები ყველაფერზე იზრდება და  დამერწმუნეთ, კიდევ გაიზრდება. აქედან გამომდინარე, არაფერი შეიცვლება  უკეთესობისკენ.

დაინიშნა განათლების ახალი მინისტრი, რომელიც ერთ დროს უკვე იყო ამ თანამდებობაზე და  განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, ახლა რა უნდა გააკეთოს? რატომ დანიშნეს,  გაუგებარია. როცა გვყავს მაგაზე გაცილებით განათლებული კადრები, მაგრამ კვლავ არაფრის მომცემ ადამიანებს ნიშნავენ. გახარიამ ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს?! ამიტომ ძალიან შორს ვერ წავა“, – განაცხადა ცაგარელმა სააგენტოსთან საუბარში.