მთავარი არხის 3%-იანი წილი ნიკოლოზ სისაურმა შეიძინა

მთავარი არხის 3%-იანი წილი ნიკოლოზ სისაურმა შეიძინატელეკომპანია “მთავარ არხს” ახალი მეწილე ჰყავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, “მთავარი არხის” 3%-იანი წილის მფლობელი ნიკოლოზ სისაური გახდა.

ცვლილება საჯარო რეესტრში 19 დეკემბერს გაფორმდა. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ნიკოლოზ სისაურმა წილი კახაბერ ანჯაფარიძისგან წილი 3,000 ლარად შეიძინა და კომპანიის საწესდებო კაპიტალში $300,000 დოლარის შეტანის ვალდებულება აიღო.

ნიკოლოზ სისაური წარსულში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთ-ერთი მფლობელი კომპანიის, “საქართველოს” დირექტორია. თავად ტელეკომპანია “საქართველოს” მფლობელები კი თავის მხრივ, ძმები ყარამანიშვილები არიან.

ამ დროისთვის მთავარ არხს 6 მეწილე ყავს, მათ შორის არიან გიორგი და ანა მარია რურუები 2,5%-2,5%, ნიკოლოზ სისაური – 3%, საქართველოს უნივერსიტეტი – 2%, კახაბერ ანჯაფარიძე – 39% და ნიკა გვარამია – 51%.

თავდაპირველად მთავარი არხის 100%-იანი წილი მხოლოდ ნიკა გვარამიასა და კახაბერ ანჯაფარიძეს ეკუთვნოდათ. საკონტროლო პაკეტს მაშინაც ნიკა გვარამია ფლობდა, ხოლო ანჯაფარიძის საწყისი წილი 49%-ს შეადგენდა.

ბიემჯი