ნიკა გვარამია სასამართლოში იკითხება – მის საქმეს გრიფი ”საიდუმლო” ადევს

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება. ნიკა გვარამიამ სუს-ის შენობაში დაკითხვაზე უარი თავად თქვა.  საქმე ეხება სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებულ გამოძიებას, რომელიც ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებლის facebook სტატუსს მოჰყვა.

საქმეს გრიფით “საიდუმლო“ ადევს. ადვოკატი, თამთა მურადაშვილი საქმეზე გრიფით საიდუმლოს დადებას “საცოდაობას” უწოდებს.

“საჯარო პოსტზე, რომელიც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში იყო განხორციელებული და საკუთარ აზრს გამოხატავდა ადამიანი და თანაც, უზურპატორზე იყო საუბარი. როგორც ჩანს, ხელისუფლება ადასტურებს თავად, რომ უზურპატორია ალბათ ბიძინა ივანიშვილი, ამის გამო გრიფით საიდუმლო თუ დაედო საქმეს, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან საცოდაობა“ – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

საქმეზე “გრიფით საიდუმლოს” დადების გამო, დატელებზე ვერ საუბრობს  პროკურორი, ელიზბარ გოზალიშვილი.

“განხორციელდება ნიკა გვარამიას მოწმის სახით დაკითხვა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე. რაც შეეხება დაკითხვას,  აღნიშნულს განახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი. ნიკა გვარამია დაიკითხება ერთ-ერთ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ადევს გრიფის საიდუმლო. შესაბამისად, საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ“ – ამბობს პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი.

რუსთავი 2