როგორი ამინდი იქნება ახალ წელს საქართველოში

როგორი ამინდი იქნება ახალ წელს საქართველოშისაახალწლოდ თბილისში ჰაერის ტემპერატურა ღამით +2,+4 გრადუსი, დღისით კი +7,+9 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით.

31 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დღისით უმეტეს რაიონებში იწვიმებს, მაღალ მთაში კი მოთოვს. ასეთი ამინდი ახალი წლის ღამით და 1-2 იანვარსაც შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა ღამით +4,+6 გრადუსი, დღისით კი +7,+9 გრადუსი იქნება. 3 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 31 დეკემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე ნალექი, მაღალ მთაში – მცირე თოვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც ახალი წლის ღამის საათებშიც შენარჩუნდება.

აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 1-ელ იანვარს ღამით +2,+4 გრადუსი, დღისით კი +7,+9 გრადუსი იქნება. დედაქალაქში სერიოზული ნალექი მოსალოდნელი არაა.