ჟურნალისტი ანა მამულაშვილი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჟურნალისტი ანა მამულაშვილი 32 წლის ასაკში გარდაიცვალაჟურნალისტი ანა მამულაშვილი 32 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ის 5 წლის განმავლობაში მელანომას დაავადებას ებრძოდა.

2015 წელს ანამ გაიგო, რომ ანდრე უნდა გაჩენილიყო. მიუხედავად, იმისა, რომ გარკვეული რისკი არსებობდა და მის ადგილას ბევრი სტანდარტულ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ანამ უარი თქვა ახალი სიცოცხლის ხელყოფაზე და შვილი მაინც გააჩინა.

ანას ორი შვილი, 13 წლის მია და 3 წლის ანდრე დარჩა.

ანა მამულაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიის თანამშრომელი იყო. მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“, საინფორმაციო გამოშვების „ქრონიკის“ ჟურნალისტად. ასევე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ის გასართობი გადაცემების კოორდინატორად. ტელეკომპანია GDS-ში მუსიკალური შოუს „ერთი-ერთში“ და დილის გადაცემის წამყვანი იყო.