ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიას გლობალურ საფრთხედ აცხადებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიას გლობალურ საფრთხედ აცხადებსჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიას გლობალურ საფრთხედ აცხადებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის შემდეგ ჟენევაში პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც ორგანიზაციის კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის პირველი შემთხვევა უხანში დადასტურდა, თუმცა ამ გზით გადაცემის უკვე რვა შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიაში, იაპონიაში, ვიეტნამსა და აშშ-ში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, არსებობს საფრთხე, რომ ვირუსი გავრცელდეს ჯანდაცვის სუსტი სისტემების მქონე ქვეყნებში.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ჩინეთთან შედარებით დანარჩენ მსოფლიოში გაცილებით დაბალია, „ახლა ჩვენ ყველამ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ, რათა შევზღუდოთ ვირუსის შემდგომი გავრცელება“. ადამონი ვირუსს „უპრეცედენტო ეპიდემიას“ უწოდებს, რომელსაც „უპრეცედენტო საპასუხო ზომები“ სჭირდება.

ახალი ტიპის კორონავირუსს 170 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 7 834 ადამიანი, მათ შორის 7 736 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირებულია ჩინეთში, 98 კი მსოფლიოს 18 ქვეყანაში.

ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის რვა შემთხვევა დასტურდება. მძიმე მდგომარეობაშია 1370 პაციენტი.