ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ „სპარის“ 24 წლის თანამშრომელი დაჭრეს

ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ „სპარის“ 24 წლის თანამშრომელი დაჭრესთბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომელი დაჭრეს.

როგორც თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.

„ჩვენს კლინიკაში მოყვანილ იქნა 24 წლის მამაკაცი მუცლის ღრუში ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობით. ჭრილობა იყო მუცლის ღრუში შემავალი, დაზიანებული იყო ღვიძლი. მდგომარეობა თავიდან სტაბილური იყო, უმნიშვნელო სისხლის კარგვა იყო მუცლის ღრუში. გაკეთდა სასწრაფო ოპერაცია, გაკეთდა ჰეპატორაფია, ჰემოსტაზი, ჭრილობის ქირურგიული დამუშავება. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, ავადმყოფი იმყოფება პალატაში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ქირურგმა დავით დავითაშვილმა.

მოგვიანებით პოლიციამ „სპარის“ თანამშრომლის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავა.