პატრიარქი ბათუმში კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს… მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

პატრიარქი ბათუმში კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს... მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია”, – ამის შესახებ “2020NEWS“-სთან საუბარისას პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განაცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქი კლინიკაში გეგმური გამოკვლევის მიზნით მივიდა.

„პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დღეს რაღაც უსაფუძვლო ხმაური ატყდა, უწმინდესი გაბრძანდა ქალაქიდან დასასვენებლად, რამოდენიმე დღით და იქ ყოფნის დროს ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა მოინახულა.

ექიმმა მას შესთავაზა, თავის კლინიკაში თანამედროვე აპარატურაზე გამოკვლევა. რადგან ჩვენ წელიწადში ერთხელ გეგმიურ შემოწმებას, გამოკვლევებს ვუტარებთ პატრიარქს, ამ შემოთავაზებას, რომ მის უწმინდესობას ახალი აპარატურით ჩატარებოდა გამოკვლევები, დავთანხმდით.

ამ გამოკვლევების გამო მიდის პატრიარქი კლინიკაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი ჩივილი არ აქვს და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში არაფერი შეცვლილა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია“, – განაცხადა პატრიარქის პირადმა ექიმმა.

შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.