შსს – ”20 ივნისს, სააკაშვილის მცდელობით, ხელისუფლების დამხობის მცდელობა განხორციელდა”

შსს - ”20 ივნისს, სააკაშვილის მცდელობით, ხელისუფლების დამხობის მცდელობა განხორციელდა”“2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო, ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა,” – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავარ არხთან საუბარში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა.

როგორც უწყებაში მიიჩნევენ, ყოფილი პირველი პირის განცხადება საკმარისი საფუძველია ვარაუდისთვის, რომ 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა განხორციელდა.

რუსთავი 2