თბილისში 4 იანვარს მოთოვს

თბილისში, 4 იანვარს, ღამისა და დილის საათებში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ქალაქის გარეუბნებში კი შესაძლებელია მცირე თოვლი მოვიდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გრძელვადიანი პროგნოზების მთავარმა სპეციალისტმა, ნინო წვერავამ განუცხადა. მისივე თქმით, ტემპერატურა ხვალ 7 გრადუსამდე აიწევს.

„თბილისში ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დაახლოებით 7 გრადუსამდე აიწევს. 4 იანვარს, მცირე ნალექია მოსალოდნელი ღამისა და დილის საათებში. ქალაქის გარეუბნებში კი მცირე თოვლია შესაძლებელი. 4 იანვარს, ღამის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ხოლო ღამის ტემპერატურა 5 გრადუსამდე იქნება. 5 იანვრიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურა დაახლოებით 10 გრადუსამდე აიწევს“, – განაცხადა ნინო წვერავამ.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართვლოში 8 იანვრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხვალიდან კი დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს. 7 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

აღმოსავლეთს საქართველოში კი 3 და 4 იანვარს ზოგან მოსალოდნელია მცირე ნალექი, 7 იანვრამდე, ღამით ტემპერატურა დაახლოებით -3 + 2 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება, დღის ტემპერატურა კი 5 -10 გრადუსის ფარგლებში იქნება.

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი