ცოტნე გამსახურდია გააღვიძეს – ვერ ლაპარაკობს, მაგრამ გარემოს ადექვატურად აღიქვამს

ცოტნე გამსახურდია გააღვიძეს - ვერ ლაპარაკობს, მაგრამ გარემოს ადექვატურად აღიქვამსსაქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია, თურქ ექიმზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მისი ძმა, ცოტნე გამსახურდია, რომელიც მკურნალობას თურქეთის კლინიკაში გადის, გააღვიძეს და გარემოს ადეკვატურად აღიქვამს.

“კარგი ამბავი: დაახლოებით 50 წუთის წინ სანდო წყარომ მამცნო ისტანბულის აჩიბადემის კლინიკის ექიმზე, ბატონ ოსმანზე დაყრდნობით, რომ ცოტნე გააღვიძეს. ექიმი მდგომარეობას აღწერს, როგორც ნორმალურს. გაღვიძებული გარემოს ადექვატურად აღიქვამს, თუმცა მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია.

respect ამ ექიმების მიმართ – მათ მართლაც ყველაფერი გააკეთეს”, – წერს კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.