ცოტნე გამსახურდია კომაშია – მისი ნახვა მეუღლემ შეძლო

ცოტნე გამსახურდია კომაშია - მისი ნახვა მეუღლემ შეძლოზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს დაჭრილის ნახვის საშუალება მისცეს.

ანა ჯაბაურის ინფორმაციით, მან შეძლო თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას სამედიცინო ისტორიის ნახვაც.

ცოტნე გამსახურდია ისევ კომაშია. ის თითქმის ერთი თვეა თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

28 იანვარს ცოტნე გამსახურდიას მეუღლის წარმომადგენელმა განაცხადა,რომ მანანა არჩვაძეს ცოტნე გამსახურდია მეუღლისა და საზოგადოებისგან იზოლაციაში ჰყავს და თქვა, რომ ჯაბაურს მეუღლის ნახვას საქართველოს პრეზიდენტის წერილის საფუძველზე უკრძალავდნენ.

ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ აღნიშნულ ინფორმაციას „ფეიკ ნიუსი“ უწოდა.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისის ცენტრში დაჭრეს.გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

ნიუპოსტი